пятница, 12 августа 2011 г.

Coco Chanel

რა დაუტობა კოკო შანელმა მოდას? 
ქალბატონის შარვალი
თმის მოკლე ვარცხნილობა
უნიკალური "პატარა შავი აბა" და საერთოდ შავი ფერი გახადა აქტუალური
ელეგანტური ქუდები
 გარუჯული ანით სიარული
დიდი ზომის სათვალე

                                                      კოკო შანელის ფრაზები
1. თუ უფრთოდ დაიბადე, ხელს ნუ შეუშლი მათ გაზრდას
2. ძალიან ძვირფასი სამოსი აბერებს.
3. თუ რომელიმე ქალბატონმა სილამაზით მოგხიბლათ, მაგრამ ვერ იხსენებთ რა ეცვა, ე.ი ის იდეალურად იყო შემოსილი.
4. სად დავისხათ სუნამო? სადაც გინდათ რომ გეამბორონ.
5. იმისთვის რომ იხო შეუცვლელი, საკუთარი თავი ყოველთვის უნდა ცვალო.
6. თქვენი სახე 20 წლის ასაკში ბუნებამ მოგცათ, თუ როგორს გახდით მას 50 წლისას, თქვენზეა დამოკიდებული.
7. მოდა არის ის, რაც გადადის მოდიდან.
8. მოდა გადადის სტილი რჩება.
9. ყოველი ქალბატონი ონკრეტულ ასაკში ისე გამოიყურება როგორც იმსახურებს...

P.S ყოველთვის გახსოვდეთ:რომ შანელისთვის ქალის გარეგნული სილამაზე წარმატებისთვის ბრძოლაში დიდი უპირატესობად მიაჩნდა. 
გაბრიელ „კოკო“ შანელი (Gabrielle “Coco” Chanel ) დაიბადა 1883 წ. 19 აგვისტოს სომიურში, სამხრეთ საფრანგეთი. მას ყავდა ორი და და სამი ძმა.12 წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა და გაბრიელი ბავშვთა სახლში წაიყვანეს. მას ზრდიდნენ მონაზვნები და ასწავლიდნენ კერვას.რომ გაიზარდა, მუშაობა დაიწყო ტანსაცმლის მაღაზიაში, მღეროდა კაბარეში. მან გაიცნო ფრანგი მილიონერი ეტენ ბალზანი, ხოლო მოგვიანებით შეხვდა ინგლისელ არტურ კაპელს. ამის შემდეგ მას უკვე შეეძლო საკუთარი მაღაზიების გახსნა.

შანელმა დაიწყო ქუდების შექმნა პარიზში, სადაც ქუდების პირველი მაღაზია გახსნა 1910 წ. შემდეგ გახსნა მაღაზიები დოვილში და ბიარიცში. ამ პერიოდში დაიწყო ტანსაცმლის კერვა და 1916 წ. გახსნა მაღალი მოდის სალონი ბიარიცში, ხოლო 1920 წ. გადავიდა პარიზში.

შანელმა ქალის და მამაკაცის ტანსაცმლის ელემენტები გააერთიანა და შექმნა განსხვავებული სტილი ქალისთვის. თუმცა შანელი არ იყო ფემინისტი, პირიქით, ის მუდამ საუბრობდა ქალურობაზე და არა ფემინიზმზე. დიზაინშიც ქალურობას უსვამდა ხაზს.

1920–იან წლებში შანელის პატარა შავი კაბა იყო რევოლუციური დიზაინი.
ის პოპულარული გახდა პრაქტიკული ტანსაცმლით და საფირმო კოსტიუმით. შანელის ჟაკეტი არის მისი დიზაინერული ფილოსოფიის სიმბოლო.
შანელი ამბობდა: „მოდა მიდის, სტილი რჩება“ და „ინოვაცია! ვერ იქნები მუდამ ინოვაციური. მე მსურს, შევქმნა კლასიკა“. და მან შექმნა მუდმივი მოდა.

ის დაკავშირებული აღმოჩნდა იმ დროინდელ ახალ მოძრაობასთან, რომელშიც შედიოდნენ პიკასო, სტრავინსკი და კოკტო. ხელოვანთა მსგავსად, მანაც დაანგრია ძველი ფორმულები და გამოიგონა თვითგამოხატულების ახალი გზა. კოკტომ ერთხელ მასზე თქვა, რომ ის არის საოცრება, მუშაობს რა მოდაში იმ წესების მიხედვით, რაც ღირებულად მიიჩნევა მხოლოდ მხატვრებისთვის, მუსიკოსებისა და პოეტებისთვის.

შანელი ყოველთვის ამბობდა „ მოდა არ არის უბრალოდ ტანსაცმელი. მოდა ჰაერშია, ქარს მოაქვს. მას ინტუიციით ხვდებიან. ის არის ცაში და გზაზე.“ ის თვითონ იყო სტილის სიმბოლო თავისი უბრალო და გემოვნებიანი ჩაცმულობით, დიდი აქსესუარებით და მარგალიტის მძივებით; ატარებდა მოკლე ვარცხნილობას, პატარა ქუდებს და მზის სათვალეებს.მისი სტილი არის კლასიკური და თან მოხდენილი, კომფორტული, ელეგანტური.მან პირველმა გახადა შავი ფერი მოდურად.

1921 წ. გამოვიდა შანელის სუნამო Chanel No. 5. ეს არ იყო უბრალოდ სუნამო, არამედ ქონდა თხევადი ოქროს ფორმა არტ დეკოს სტილის ბოთლში. ეს იყო პირველი სუნამო, რომელიც ატარებდა დიზაინერის სახელს. ეს სუნამო სარგებლობს მუდმივი წარმატებით მის გამოგონების შემდეგ და არის მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სუნამო.

შანელამდე ქალის სუნამო იყო მონოარომატული. მან კი შექმნა რთული, სინთეზური Chanel No. 5, რომელსაც არ ქონდა რომელიმე ერთი ყვავილის სუნი.პარფიუმი ასახავდა შანელის პიროვნებას, რაღაც აბსტრაქტულს და უნიკალურს. მერლინ მონრომ თქვა: „ძილის წინ ყოველთვის ვიპკურებ ორ წვეთ Chanel No. 5“.

შანელის ბიზნესი შეწყვიტა ჯერ პირველმა და შემდეგ მეორე მსოფლიო ომებმა. ომის წლებში ის თავს აფარებდა შვეიცარიას; მოდის ბიზნესს ხელახლა, 1953 წ. დაუბრუნდა.

შანელი თანამშრომლობდა ჰოლივუდთან, აცმევდა ცნობილ მსახიობებს.

კოკო შანელს ჰქონდა რამდენიმე გახმაურებული რომანი, თუმცა არასოდეს გათხოვილა.
ცხოვრობდა პარიზში, სასტუმრო რიცის აპარტამენტში.

კოკო შანელი გადაიცვალა 1971 წ. 10 იანვარს, 88 წლის ასაკში, სასტუმრო რიცის თავის ოთახში, პარიზში.
მისი გარდაცვალების შემდეგ მისმა ასისტენტებმა გააგრძელეს მისი საქმე.

1983 წლიდან კი შანელის სახლის დიზაინერია კარლ ლაგერფელდი, რომელმაც შანელს კიდევ უფრო მეტად გაუთქვა სახელი და კომპანია კიდევ უფრო მომგებიანი გახადა.

კოკო შანელისთვის არის რამოდენიმე ფილმი მიძღვნილი
 

Комментариев нет:

Отправить комментарий