пятница, 12 августа 2011 г.

ძალიან დიდი მადლობა

ძალიან დიდი მადლობა ყველას ,  ძალიან მიხარია რომ ჩემი  ბლოგის  ხშირი სტუმარი ხართ :)  დღს ეს ბლოგი ნახა 150 ადამიანმა რაც ძალიან გამიხარდა  სულ კი  520–ჯერ არის ნანახი . მემგონი 1 კვირაში არ არის ცუდი შედეგი :) 
მჯერა , რომ ჩემი ბლოგის  მკითხველი გახდებით :) მე კი შევეცდები ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოგაწოდოთ .

Coco Chanel

რა დაუტობა კოკო შანელმა მოდას? 
ქალბატონის შარვალი
თმის მოკლე ვარცხნილობა
უნიკალური "პატარა შავი აბა" და საერთოდ შავი ფერი გახადა აქტუალური
ელეგანტური ქუდები
 გარუჯული ანით სიარული
დიდი ზომის სათვალე

                                                      კოკო შანელის ფრაზები
1. თუ უფრთოდ დაიბადე, ხელს ნუ შეუშლი მათ გაზრდას
2. ძალიან ძვირფასი სამოსი აბერებს.
3. თუ რომელიმე ქალბატონმა სილამაზით მოგხიბლათ, მაგრამ ვერ იხსენებთ რა ეცვა, ე.ი ის იდეალურად იყო შემოსილი.
4. სად დავისხათ სუნამო? სადაც გინდათ რომ გეამბორონ.
5. იმისთვის რომ იხო შეუცვლელი, საკუთარი თავი ყოველთვის უნდა ცვალო.
6. თქვენი სახე 20 წლის ასაკში ბუნებამ მოგცათ, თუ როგორს გახდით მას 50 წლისას, თქვენზეა დამოკიდებული.
7. მოდა არის ის, რაც გადადის მოდიდან.
8. მოდა გადადის სტილი რჩება.
9. ყოველი ქალბატონი ონკრეტულ ასაკში ისე გამოიყურება როგორც იმსახურებს...

P.S ყოველთვის გახსოვდეთ:რომ შანელისთვის ქალის გარეგნული სილამაზე წარმატებისთვის ბრძოლაში დიდი უპირატესობად მიაჩნდა. 
გაბრიელ „კოკო“ შანელი (Gabrielle “Coco” Chanel ) დაიბადა 1883 წ. 19 აგვისტოს სომიურში, სამხრეთ საფრანგეთი. მას ყავდა ორი და და სამი ძმა.12 წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა და გაბრიელი ბავშვთა სახლში წაიყვანეს. მას ზრდიდნენ მონაზვნები და ასწავლიდნენ კერვას.რომ გაიზარდა, მუშაობა დაიწყო ტანსაცმლის მაღაზიაში, მღეროდა კაბარეში. მან გაიცნო ფრანგი მილიონერი ეტენ ბალზანი, ხოლო მოგვიანებით შეხვდა ინგლისელ არტურ კაპელს. ამის შემდეგ მას უკვე შეეძლო საკუთარი მაღაზიების გახსნა.

შანელმა დაიწყო ქუდების შექმნა პარიზში, სადაც ქუდების პირველი მაღაზია გახსნა 1910 წ. შემდეგ გახსნა მაღაზიები დოვილში და ბიარიცში. ამ პერიოდში დაიწყო ტანსაცმლის კერვა და 1916 წ. გახსნა მაღალი მოდის სალონი ბიარიცში, ხოლო 1920 წ. გადავიდა პარიზში.

შანელმა ქალის და მამაკაცის ტანსაცმლის ელემენტები გააერთიანა და შექმნა განსხვავებული სტილი ქალისთვის. თუმცა შანელი არ იყო ფემინისტი, პირიქით, ის მუდამ საუბრობდა ქალურობაზე და არა ფემინიზმზე. დიზაინშიც ქალურობას უსვამდა ხაზს.

1920–იან წლებში შანელის პატარა შავი კაბა იყო რევოლუციური დიზაინი.
ის პოპულარული გახდა პრაქტიკული ტანსაცმლით და საფირმო კოსტიუმით. შანელის ჟაკეტი არის მისი დიზაინერული ფილოსოფიის სიმბოლო.
შანელი ამბობდა: „მოდა მიდის, სტილი რჩება“ და „ინოვაცია! ვერ იქნები მუდამ ინოვაციური. მე მსურს, შევქმნა კლასიკა“. და მან შექმნა მუდმივი მოდა.

ის დაკავშირებული აღმოჩნდა იმ დროინდელ ახალ მოძრაობასთან, რომელშიც შედიოდნენ პიკასო, სტრავინსკი და კოკტო. ხელოვანთა მსგავსად, მანაც დაანგრია ძველი ფორმულები და გამოიგონა თვითგამოხატულების ახალი გზა. კოკტომ ერთხელ მასზე თქვა, რომ ის არის საოცრება, მუშაობს რა მოდაში იმ წესების მიხედვით, რაც ღირებულად მიიჩნევა მხოლოდ მხატვრებისთვის, მუსიკოსებისა და პოეტებისთვის.

შანელი ყოველთვის ამბობდა „ მოდა არ არის უბრალოდ ტანსაცმელი. მოდა ჰაერშია, ქარს მოაქვს. მას ინტუიციით ხვდებიან. ის არის ცაში და გზაზე.“ ის თვითონ იყო სტილის სიმბოლო თავისი უბრალო და გემოვნებიანი ჩაცმულობით, დიდი აქსესუარებით და მარგალიტის მძივებით; ატარებდა მოკლე ვარცხნილობას, პატარა ქუდებს და მზის სათვალეებს.მისი სტილი არის კლასიკური და თან მოხდენილი, კომფორტული, ელეგანტური.მან პირველმა გახადა შავი ფერი მოდურად.

1921 წ. გამოვიდა შანელის სუნამო Chanel No. 5. ეს არ იყო უბრალოდ სუნამო, არამედ ქონდა თხევადი ოქროს ფორმა არტ დეკოს სტილის ბოთლში. ეს იყო პირველი სუნამო, რომელიც ატარებდა დიზაინერის სახელს. ეს სუნამო სარგებლობს მუდმივი წარმატებით მის გამოგონების შემდეგ და არის მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სუნამო.

შანელამდე ქალის სუნამო იყო მონოარომატული. მან კი შექმნა რთული, სინთეზური Chanel No. 5, რომელსაც არ ქონდა რომელიმე ერთი ყვავილის სუნი.პარფიუმი ასახავდა შანელის პიროვნებას, რაღაც აბსტრაქტულს და უნიკალურს. მერლინ მონრომ თქვა: „ძილის წინ ყოველთვის ვიპკურებ ორ წვეთ Chanel No. 5“.

შანელის ბიზნესი შეწყვიტა ჯერ პირველმა და შემდეგ მეორე მსოფლიო ომებმა. ომის წლებში ის თავს აფარებდა შვეიცარიას; მოდის ბიზნესს ხელახლა, 1953 წ. დაუბრუნდა.

შანელი თანამშრომლობდა ჰოლივუდთან, აცმევდა ცნობილ მსახიობებს.

კოკო შანელს ჰქონდა რამდენიმე გახმაურებული რომანი, თუმცა არასოდეს გათხოვილა.
ცხოვრობდა პარიზში, სასტუმრო რიცის აპარტამენტში.

კოკო შანელი გადაიცვალა 1971 წ. 10 იანვარს, 88 წლის ასაკში, სასტუმრო რიცის თავის ოთახში, პარიზში.
მისი გარდაცვალების შემდეგ მისმა ასისტენტებმა გააგრძელეს მისი საქმე.

1983 წლიდან კი შანელის სახლის დიზაინერია კარლ ლაგერფელდი, რომელმაც შანელს კიდევ უფრო მეტად გაუთქვა სახელი და კომპანია კიდევ უფრო მომგებიანი გახადა.

კოკო შანელისთვის არის რამოდენიმე ფილმი მიძღვნილი
 

6 წლის იდენ ვუდი, მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ბავშვად აღიარეს

ამერიკელი გოგონა, 6 წლის იდენ ვუდი, მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ბავშვად აღიარეს. ის გახლავთ სილამაზის კონკურსების დედოფალი, მომღერალი, მოცეკვავე, მოდელი, საბავშვო გადაცემების წამყვანი, მსახიობი. მონაწილეობდა ცნობილ ტელესერიალებში, ხშირად იწვევენ ამერიკულ გადაცემაში "დილა მშვიდობისა, ამერიკა".

იდენი მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ბავშვია. ამერიკაში მისი თოჯინებიც კი შექმნეს. იდენ ვუდზე ახლახან წიგნიც გამოვიდა და უკვე ბესტსელერად იქცა. გოგონა ბევრს მოგზაურობს, ამჯერად კი სიდნეის ეწვია დედასთან - მიკი ვუდთან ერთად, რომელიც მისი მენეჯერიც გახლავთ. იდენს მონაწილეობა უნდა მიეღო მელბურნის სილამაზის კონკურსში, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრა.

8 აგვისტო


      დავიწყოთ ომის განმრტებით, რა არის ის? მიზეზები ხომ მის განმარტებაშია მოცემული. ომი ეს ხომ დაპირისპირებაა ორ მხარეს შორის.ომი — სახელმწიფოებს შორის არსებული კონფრონტაციის გადაწყვეტა სამხედრო ძალადობის გზით. ომის წარმოებაში უმთავრეს როლს ასრულებენ სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები და გასამხედროებული ფორმირებები, რომლის პარალელურად მეომარი მხარეები აწარმოებენ დიპლომატიურ, იდეოლოგიურ და ეკონომიკურ ბრძოლებს დაპირისპირებულ მხარეებთან. ომის წამოწყების მიზეზი შეიძლება გახდეს გადაუჭრელი საკითხები ეკონომიკურ, იდეოლოგიურ, ტერიტორიულ, რელიგიურ და სხვა სფეროებში. ომი – ეს არის პოლიტიკის გაგრძელება. თავისი მასშტაბებით ომი შეიძლება იყოს ლოკალური, რეგიონული, მსოფლიო. საერთაშორისო კანონების მიხედვით ომის წამოწყება გამოუცხადებლად, ითვლება დანაშაულად. შეიარაღებული კონფლიქტისგან განსხვავებით, ომის მასშტაბები გაცილებით დიდია, როგორც გეოგრაფიული თვალსაზრისით, ასევე მისი ხანგრძლივობიდან გამომდინარე. მიუხედავად ამისა, პრაქტიკაში არ არსებობს ზუსტი კლასიფიკაცია იმისა, თუ რით განსხვავდება ომი შეიარაღებული კონფლიქტისაგან. ომი შეიძლება იყოს ხანმოკლე (რამდენიმე დღიანი) და ხანგრძლივი (რამდენიმე ათეულ წლამდე).
არამგონი იყოს  ადამიანი, რომელსაც არ ახსოვს 2008 წლის 8 აგვისტო  (საშინელი დღე)
სისხლი… მკვდრები… ცრემლი… ცეცხლი… ტკივილი…
რამდენი ადმიანი დაიღუპა... ყველა სადღაც გარბოდა  სად მირბოდნენ  თვითონ არ იცოდნენ  , ყველა ნერვიულობდა :( მეც ძალიან შემეშინდა  ყველანაერი გაფრთხილების გარეშე უცებ ყურში რაღაც  საზარელი ხმა ჩამესმის ეს   აფეთქების ხმა  იყო ;(
  აგვისტოს 5  დღე ალაბათ ეს ფილმი ყველას  გაქვთ ნანახი სადაც რეალობაა ასახული  ამ ფილმის ყურებისას  ყველაფერი გამახსენდა  თუ რა ხდებოდა 2008 წელს საქრთველოში ,როგორ აპირებდნენ  რუსები  საქართველოს დაპყრობას და  ადამიანების განადგურებას.რამდენ ადმაინს წაარვა შვილი,დედა , მამა , ძმა ,  რამდენი ადმიანი დარჩა უსახლკაროდ ეჰ....... :(
 3 წელი გავიდა მაგრამ ეს   საზარელი დღე არავის ავიწყდება......
მინდა თითოეული გმირის ოჯახს მივუსამძიმრო, გავიზიარო მათი ტკივილი და ვიქონიო იმედი, რომ „აგვისტოს ომის“ შემდეგ ჩემს თვალებს და ცნობიერებას აღარ მიეკარება ეს საშინელი სურათი – იდუმალი სიჩუმე, გაუგებრობა და მწარე გაკვეთილი.

მე მაქვს იმედი!!! 



     

ზღვა

ზაფხულია ძალიან ცხელა .... :)
  ზაფხულში  ზღვას არაფერი  სჯობს  , ამიტომაც ყველა  ზღვაზე ისვენებს მითუმეტეს რომ  წელს ძალიან ცხელა .  ახლა აგვისტოა   ზაფხულის   ყველაზე ცხელი თვე და  ზღვაზე წასვლის დროც მოვიდა   რომელსაც ყველა  ელოდებოდა :)
ზღვა — მსოფლიო ოკეანის ნაწილი, გამოყოფილი ხმელეთით ან შემაღლებული წყალქვეშა რელიეფით. ზოგიერთი ზღვა ნაწილია სხვა ზღვის (მაგალითად, ეგეოსის ზღვა – ხმელთაშუა ზღვის ნაწილია). ტერმინი ზღვა ხშირად გამოიყენება გაუმდინარე დიდი მლაშე ტბების (მაგალითად, კასპიის ზღვა, არალის ზღვა) და ხელოვნულ წყალსაცავების (მაგალითად, თბილისის ზღვა) სახელწოდებებში.
 

четверг, 11 августа 2011 г.

თინეიჯერების მოდა ზაფხულში – 2011 წელი

ამ ზაფხულს  მთავარი ტრენდი  ყვავილოვანი პრინტია , სარაფნები ყვავილოვანი პრინტით , წელამდე თხელი ბოლოებით  უკეთესია  თუ რეზინით იწყება......
რაც შეეხება ფეხსაცმელს წელს აქტუალურია ე.წ "ოქსფორდები" და "ვანს"-ები, უკეთესია თუ ესეც ყვავილოვანი პრინტით იქნება...
რაც შეეხება აქსესუარებს წელს თინეიჯერებში ძალიან მოდაშია "ბანტები" რომლებსაც თმისამაგრადაც, ვეჭდებად და სხვადასხვა მიზნით იყენებენ
ამ სეზონზე ვარცხნილობა ძალიან თავისუფალია: ნაწნავები "კუდები", მაღლა აწეული კოსა ან თუნდაც "გაწეწილი" ვარცხნილობა
     

среда, 10 августа 2011 г.

მაილი საირუსი შემდეგი ანჯელინა ჯოლია?

მაილი საირუსის გამოჩენას საქველმოქმედო ღონისძიებაზე Starkey Hearing Gala მოყვა უცნაური რეაქცია. მოულოდნელად ყველამ დაიწყო მისი შედარება ანჯელინა ჯოლისთან! და აი რატომ…
1. ქველმოქმედება -ალბათ ყველაზე დიდი საერთო ოს ვარსკვლავს შორის! ანჯელინას კეთილ საქმეებზე ლაპარაკიც ზედმეტია რადგანაც მტელი დღე არ გვეყოფა მათ ჩამოსათვლელად! თუმცა თავისი ასაკისთვის მაილი საირუსი ნამდვილად ღირსეულად ეწევა ენჯის. ის ფლობს საკუთარ საქველმოქმედო ორგანიზაცია მაგრამ ფინანსურად კიდევ 23სხვა ორგანიზაციასაც ეხმარება, ამჟამად პირადი ბიუჯეტით აშენებს რამოდნიმე მიწისძვრისგან დანგრეულ სკოლას, იმოგზაურა წელს ჰაიტში და სულ მალე მეორეჯერაც წავა, გადაურიცხა რამოდენიმე მილიონი იაპონიას თუმცა თანხა დღემდე გასაიდუმლოებულია.
2.“ცხოვრების სტილი” - დღეს ანჯელინა სამაგალითო დედაა და ხშირას ყველას გავვიწყდება როგორი “ველური ბავშვი” იყო ის! თავის დროზე ანჯელიან უამრავ სკანდალში ეხვეოდა დაწყებული ეროტიული ფოტოების გაჟონვით დამთვარებული კოცნით საკუთარ ძმასთან, ისევე როგორც მაილი! თუმცა ანჯელინამ კარიერა ძალიან წარმატებულად წარმართა და პირადი ცხოვრებაც არანაკლებად. ასევე ორივე ვარსკვლავებმა საკუთარი მეორე ნახევრები გადასაღებ მოიდანზე გაიცნეს, ანჯელინამ ბრედი ჯენიფერ ენისტონს წაართვა, მაილიმ ლიამი კი ყოფილ შეყვარებულს.
3. სტილი -ორივეს უყვარს სითამამე და ელეგანტურობა,
ტყავი. და ხშირად ემთხვევა დიზაინერის არჩევანიც.
 კრიტიკოსების აზრით მალე მაილი მას სამსახიობო ნიჭითაც დაეწევა, დემი მურმაც ძალიან აქო ახალგაზრდა ვარსკვლავი მათი საერთო ფილმისთვის “LOL” და უწოდა “ნიჭიერი, მიზანდასახული და პროფესიონალი მსახიობი”

საუკეთესო თმის ვარცხნილობები


    შემოგთავაზებთ   ვარცნილობებს   შეიძლება მოგეწონოთ  : )
         ზაფხული ყველანაერი ეჭვის გარეშე,დროა სილამაზის ტრანსფორმაციისა , თავისუფალი რომანტიული კულულებიდან მაგრად მოჭერილი უცნაურ ნაწნავამდე...... ზაფხულის ვარცხნილობა მრავალფეროვანია და საოცარი.
      ნაწნავი
ნაწნავი საყვარელი არჩევანია მოდური გოგონასთვის,როცა საქმე ზაფხულის ვარცხნილობას ეხება.და გასაკვირი არ არის,როგორც ყველა ასეთი სახის ‘ჭირვეული’ ვარცხნილობა,რომ გამოიყურება მომაჯადოებლად და შეესაბამება სპორტულობას(არამარტო) ზაფხულის ცხელ დღეებში.
შეგიძლია აირჩიო ‘თევზის კუდი’(ე.წ. ფიშთეილი),რომელიც მინკა კელიმ ახლახანს გვაჩვენა.ეს ვარცხნილობა თქვენს ლუქს უფრო მოდურსა და მომხიბვლელს გახდის,იმ შემთხვევაშიც კი,როცა თქვენი თმა ახალდაბანილი იქნება.

თუ დაიღალეთ უბრალო ნაწნავებით,მაშინ იცოდეთ,რომ 2011 წლის ზაფხულს თქვენთვის სხვა იდეებიც აქვს მზად.როგორც მაგალითი,შეგიძლია შთაგონდე Alexander McQueen-ის მოდელის დაწნული თმებით.
   ერთ მხარეს გადაყრილი კულულები
ერთ მხარეზე გადაყრილი კულულები ან ‘ცხენის კუდი’,ან თუნდაც კეფაზე დახვეული თმა უფრო მოდურს გამოგაჩენთ.ერთი შეხედვით ჩანს,რომ ქრისტინა მილიანმა და ლეიტონ მისტერმა იხელმძღვანელეს ზაფხულის ვარცხნილობის იდეებით.
აწეწილი,მაღლა აწეული თმა (კოსა)
აწეწილი,მაღლა აწეული თმა მკაცრად შევიდა სელებრითების არჩევანში.გასაკვირი არ არის,რომ მაღლა აწეული ვარცხნილობა არის ის ვარცხნილობა,რომელიც უხდება წითელ ხალიჩას,ისევე როგორც ყოველდღიური თმის ვარცხნილობა.
‘ცხენის კუდი’(Ponytail)
ეს ვარცხნილობა არის კლასიკური და ერთ-ერთი საუკეთესო ზაფხულის ცხელ დღეებში.სხვადასხვა ვარიანტების გამო შესაძლებელია ‘ცხენის კუდი’,როგორც რაიმე წვეულებაზე ისე დილით სირბილის დროს გაიკეთო.ეს ვარცხნილობა შეგიძლიათ შუაზე გაყოფილ თმაზე გაიკეთოთ და ‘კუდი’ ერთ მხარეს გადმოიტანოთ.
გაშლილი თმა
და რა თქმა უნდა,ზაფხული არ იქნება ‘ცხელი’ გოგონების გარეშე,რომელთაც გაშლილი აქვთ თმა.ასეთი ვარცხნილობა ყველაზე მარტივი და ამასთან ერთად ყველაზე მოდურია 2011 წლის ზაფხულში.