пятница, 12 августа 2011 г.

6 წლის იდენ ვუდი, მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ბავშვად აღიარეს

ამერიკელი გოგონა, 6 წლის იდენ ვუდი, მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ბავშვად აღიარეს. ის გახლავთ სილამაზის კონკურსების დედოფალი, მომღერალი, მოცეკვავე, მოდელი, საბავშვო გადაცემების წამყვანი, მსახიობი. მონაწილეობდა ცნობილ ტელესერიალებში, ხშირად იწვევენ ამერიკულ გადაცემაში "დილა მშვიდობისა, ამერიკა".

იდენი მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ბავშვია. ამერიკაში მისი თოჯინებიც კი შექმნეს. იდენ ვუდზე ახლახან წიგნიც გამოვიდა და უკვე ბესტსელერად იქცა. გოგონა ბევრს მოგზაურობს, ამჯერად კი სიდნეის ეწვია დედასთან - მიკი ვუდთან ერთად, რომელიც მისი მენეჯერიც გახლავთ. იდენს მონაწილეობა უნდა მიეღო მელბურნის სილამაზის კონკურსში, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრა.

Комментариев нет:

Отправить комментарий